ანრი ოხანაშვილი - ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება - დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს, დღეს და ახლა სანქციების მატარებელი ჩავლილია

იქამდე, ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის სანქციები მას შეეხო.

მისი თქმით, „დღეს და ახლა ეს სანქციების მატარებელი ჩავლილია“.

„ჩვენთვის ეს ყველაფერი ბუნდოვანი და გაუგებარია. თუ ჩვენთან იქნება კომუნიკაცია, თუკი ვინმე რაიმეს განგვიმარტავს და ა.შ, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ. მაგრამ ვიდრე ეს საკითხები არ დასმულა, იქამდე ვისაუბროთ ჰიპოთეზებზე და ა.შ - ეს არასერიოზულია. ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება. დაველოდებით თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს ჩვენთან. დღეს და ახლა ეს სანქციების მატარებელი ჩავლილია”, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია მას საელჩოსთან აღნიშნა, რომ მასთან მიმართებაში თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაციის ინტერესი ექნება, ეს შედგება.

„ეს ნიშნავს, რომ საელჩოს პრეტენზია წავუყენო - „გინდა თუ არა მართლა რაღაცასთან გვაქვს საქმე”. ჩემთან მიმართებაში თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაციის ინტერესი ექნება, ეს შედგება”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო