Webster University Georgia აბიტურიენტებს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 1 400 $ გრანტს სთავაზობს

Webster University Georgia ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული სასწავლო პროგრამებითა და კურიკულუმებით ემზადება და ამავდროულად, აბიტურიენტებს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 1 400$ ოდენობის გრანტს სთავაზობს.

გრანტის მიღება უნივერსიტეტის ყველა საბაკალავრო პროგრამაზეა შესაძლებელი. ეს ეხება პირველ სასწავლო წელს, თუმცა მაღალი GPA-ს ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს გრანტის შემდგომ აკადემიურ წლებში შენარჩუნების შესაძლებლობაც აქვთ.

პარალელურად, Webster University Georgia-ს სტუდენტებისთვის სახელმწიფო გრანტიც მოქმედებს. სწავლის ღირებულებას გამოაკლდება როგორც თავად უნივერსიტეტის შიდა გრანტი , ისე სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო გრანტის შესაბამისი თანხის ოდენობაც.

რაც შეეხება Webster University Georgia-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებს, მათ საგამოცდო ქულის, აკადემიური მოსწრების და სხვა მიღწევების გათვალისწინებით ინდივიდუალურად 1000$-დან 1400$-მდე გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

Webster University Georgia-ში ახალი სასწავლო წლიდან შემდეგი საბაკალავრო პროგრამები განხორციელდება:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგიის მეცნიერებები;
  • კომპიუტერული მეცნიერებები.

უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს ორ სამაგისტრო პროგრამას. ესენია:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • საერთაშორისო ურთიერთობები.

თითოეული პროგრამა აკრედიტებული როგორც საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამებს აქვთ HLC (higher learning commission-ის აკრედიტაცია). Webster University 1925 წლიდან ინარჩუნებს ინსტიტუციურ აკრედიტაციას, რომელიც ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ Webster University Georgia-ს სტუდენტები მიიღებენ იმავე ხარისხს, რასაც მიიღებდნენ აშშ-ში.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიმართულების პროგრამები ასევე აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ის მიერ.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს