კახა კალაძე - საოცარი ფეხბურთი აჩვენა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, სული და გული ჩადეს - წინ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება

საოცარი ფეხბურთი აჩვენა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, სული და გული ჩადეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიაში, საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება.

„მინდა საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება. ვფიქრობ, რომ ყველას ვისაც ჩვენი ქვეყნის წარმატება უხარია დღეს არის უბედნიერესი. საოცარი ფეხბურთი აჩვენა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, სული და გული ჩადეს. მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა ქომაგობისთვის. ვულოცავ სრულიად საქართველოს, წინ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება“,- განაცხადა კალაძემ.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს