Reuters - ევროკავშირი და ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებენ

ევროკავშირი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში -მათ შორის იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით.

დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ „მომავალი აგრესიის“ შემთხვევაში, ევროკავშირი და უკრაინა 24 საათის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კიევის საჭიროებებზე და სწრაფად განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს ვალდებულებების შესაბამისად.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები ძალაში დარჩება, სანამ უკრაინა თავის ევროპულ გზას მიჰყვება და გადაიხედება არაუგვიანეს 10 წლის შემდეგ.

დოკუმენტში არ არის მითითებული მომავალი დახმარების ღირებულება ან ოდენობა, თუმცა აღნიშნულია, რომ წელს ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფას დასთანხმდა.

„შესაბამისი წლიური ზრდის შემდგომი პროგნოზირება შესაძლებელია 2027 წლამდე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ვოლოდიმირ ზელენსკი პაქტს ხელს, სავარაუდოდ, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის ფარგლებში მოაწერს. მისი ვიზიტი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი სამიტს დაესწრება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია