ბექა ოდიშარია - რატომ არ არის დღეს ოპოზიცია დარბაზში? იმიტომ რომ, ისინი ქვეცნობიერად ქართული სპორტის წარმატებებს უკავშირებენ „ქართული ოცნების“ წარმატებულ მოღვაწეობას

რატომ არ არის დღეს ოპოზიცია დარბაზში? იმიტომ რომ, ისინი ქვეცნობიერად ქართული სპორტის წარმატებებს უკავშირებენ "ქართული ოცნების" წარმატებულ მოღვაწეობას - ვისურვებდი, რომ ამ ატმოსფეროს, რაც ახლა სუფევს ფეხბურთთან მიმართებაში, გადმოენაცვლებინოს პოლიტიკაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მინდა მთელ საქართველოს მივულოცო. მივულოცო ერს და ბერს ჩვენი ეს საოცარი წარმატება. რატომ არ იყო გუშინ ოპოზიცია დარბაზში? იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის წინააღმდეგი იყო და ამოეფარა ცარიელ სკამებს. რატომ არ არის დღეს ოპოზიცია დარბაზში? იმიტომ რომ, ისინი ქვეცნობიერად ქართული სპორტის წარმატებებს უკავშირებენ „ქართული ოცნების" წარმატებულ მოღვაწეობას ამ პერიოდში. სამწუხაროა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ატმოსფერო რაც ახლა სუფევს საერთო, ეროვნული, სპორტთან და ფეხბურთთან მიმართებაში, გადმოენაცვლებინოს პოლიტიკაში. მეტსაც გეტყვით, ძალიან მალე იქნება არჩევნები როგორც საპარლამენტო ისე საპრეზიდენტო და ჩვენ გვჭირდება ზეპარტიული პრეზიდენტი. ისეთი, რომელიც წლების განმავლობაში უჩუმრად აკეთებს თავის საქმეს, არ გაჰყვირის, არ პოპულისტობს, პირად ამბიციებს არ ანაცვალებს საერთო ეროვნულ ინტერესებს. მე მაგალითად, დიდი სიამოვნებით დავასახელებდი ლევან კობიაშვილს. თუ ლევან კობიაშვილს დაუწუნებთ პოლიტიკურ ბეგრაუნდს, მაშინ შეიძლება ვილი სანიოლს მივანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა და ის ავირჩიოთ. ასეთი ზეპარტიული კაცი მე მგონი, იშვიათია დღეს საქართველოში. ეს ხუმრობით ვთქვი, მაინცდამაინც ნუ გააშუქებთ, რომ წარვადგინე," - განაცხადა ოდიშარიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია