ედიტ ესტრელა - საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანად ითვლებოდა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ეს აღქმა შეცვალა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი", რომელიც ასევე ცნობილია უცხოური აგენტების შესახებ კანონის სახელით, შეუთავსებელია დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, ედიტ ესტრელამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც ასევე ცნობილია უცხოური აგენტების შესახებ კანონის სახელით, შეუთავსებელია დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან. ვენეციის კომისიის მოსაზრების თანახმად, კანონი ძირეულად მცდარია. ის არღვევს შეკრების თავისუფლებას, აზიანებს პოლიტიკურ პლურალიზმს, დემოკრატიას და უნდა გაუქმდეს იმ ფორმით, რომლითაც ახლა არსებობს.

გზა, რომლითაც კანონი მიიღეს, რომელიც ქმნის დიდ გაყოფას ქართულ საზოგადოებაში და ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებას, აჩენს კითხვებს ევროპული სტანდარტების მიმართ ქვეყნის ვალდებულებებთან დაკავშირებით და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიმართ პატივისცემასთან დაკავშირებით.

კანონს არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან. საქართველოს უკვე აქვს კარგად განვითარებული ქსელი ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც სრულყოფილი კანონმდებლობა ლობირების დასარეგულირებლად. მისი მიზანი არ არის საიდუმლო და საზიანო უცხოური გავლენის ხელის შეშლა, არამედ ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის გადაჭარბებული პოლიტიკური კონტროლის უფლებას აძლევს. როგორც მომხსენებლები, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს კანონი, ასევე ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გადაჭარბებული, არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან, ძალადობრივ თავდასხმებთან და დაშინებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტები სრულყოფილად არ გამოძიებულა და ხელისუფლების მიერ სათანადოდ არ დაგმობილა, რამაც, შესაძლოა, ასეთი ქმედებების დაუსჯელობის კლიმატი გამოიწვიოს“, - აღნიშნა ედიტ ესტრელამ.

ამასთან, მისი თქმით, ამ კანონის მიღება არ არის ერთადერთი ნიშანი, რომ ქვეყანა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით საკუთარი ვალდებულებების პირისპირ დგას და ეს არის ქვეყანაში განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენების შედეგი.

„საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტიისკენ მიმართული რეფორმების დაბლოკვაზე, საარჩევნო კოდექსში არაკონსენსუალურ ცვლილებებზე, თუ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე, რომელიც შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ფართოდ მიღებულ სტანდარტებთან. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასთან. ეს უარყოფითი ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ცოტა ხნის წინ საქართველოს ასახელებდნენ, როგორც მაგალითს რეგიონისთვის რეფორმების გატარების შესაძლებლობით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონსტრუქციული დიალოგის გახსნის სურვილით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ეს აღქმა შეცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ საქართველოს შესაძლებლობებში, რომ გადალახავს გამოწვევებს ხალხისადმი მკაფიო ერთგულებით, დემოკრატიისა და ევროპული დემოკრატიის სასარგებლოდ. ჩვენი მხრიდან, კვლავ ვაცხადებთ ერთგულებას თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ“, - აღნიშნა ედიტ ესტრელამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის