კლოდ კერნი - გვსურს საქართველოს ხელისუფლებას შეკითხვა დავუსვათ, იგი ძალიან მარტივია და ასე ჟღერს: კვლავ ხართ თუ არა ევროპული მომავლის ერთგული და ხართ თუ არა მზად თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ?

გვსურს საქართველოს ხელისუფლებას შეკითხვა დავუსვათ, იგი ძალიან მარტივია და ასე ჟღერს: კვლავ ხართ თუ არა ევროპული მომავლის ერთგული და ხართ თუ არა მზად თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ? - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა, კლოდ კერნმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს.

„ძვირფასო კოლეგებო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა ამ ქვეყანაში მოახლოებული საკანონმდებლო არჩევნების გათვალისწინების გარეშე არ შეიძლება. პირველ რიგში, ეს მომავალი არჩევნების ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა, ეს არის დე ფაქტო რეფერენდუმი საქართველოს დემოკრატიული გზისა და მეზობელ ქვეყნებთან მისი ალიანსის შესახებ და, რა თქმა უნდა, ეს წინასაარჩევნო კამპანიის გარემოში პოლარიზაციასა და დაძაბულობას ეხება. მეორეც, ეს კანონი ნეგატიურ გავლენას მოახდენს არჩევნების ჩატარებაზე, არჩევნების შედეგებზე მონაწილე პარტიებისა და ზოგადად საზოგადოების ნდობაზე, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა და შედეგები. ეს განსაკუთრებით მაშინ იქნება სიმართლე, თუ გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ არჩევნებზე დაკვირვებას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა კლოდ კერნმა.

კერნის თქმით, იგი საქართველოში არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებების შეტანით შეშფოთებულია.

„ჩვენ გვსურს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოში არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებების შეტანის შესახებ, რამაც შეცვალა საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესი, ასევე, ბოლო წამს შეტანილი ცვლილებები ცესკოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო უმრავლესობის წესის შესახებ. ერთად აღებულმა, ამ ცვლილებებმა შეიძლება ცესკოში გადაწყვეტილებების მიღების შესახებ მოქმედ უმრავლესობას ძალაუფლება და კონტროლი მიანიჭოს, რაც საარჩევნო პროცესის მიმართ პარტიების ნდობას ძირს უთხრის. თუმცა, ჩვენ ოპტიმისტურად განწყობილი უნდა ვიყოთ, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების მიმართ ერთგულები არიან, მიუხედავად პოლიტიკური კლიმატისა, რომელიც დაპირისპირებითა და რეპრესიებით ხასიათდება“, - აღნიშნა კლოდ კერნმა.

კლოდ კერნმა საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების აღიარებისკენ მოუწოდა.

„ისინი ევროპულ ოჯახში დამკვიდრებული დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან და ამ იმედებისა და მისწრაფებებისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება, ისინი აღიარებული უნდა იყოს და მათი პატივისცემა უნდა მოხდეს. ამიტომ, გვსურს საქართველოს ხელისუფლებას შეკითხვა დავუსვათ, იგი ძალიან მარტივია და ასე ჟღერს: კვლავ ხართ თუ არა ევროპული მომავლის ერთგული და ხართ თუ არა მზად თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ? და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დიალოგს და ჩვენ ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მხარს ვუჭერთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად მოხდება. ამიტომ, ძვირფასო კოლეგებო, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს რეზოლუციის პროექტს მხარს დაუჭერთ“, - განაცხადა კერნმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია