მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, მოხსენებით - „სასოფლო-სამეურნეო ცოდნის და ინოვაციების სისტემა - ეროვნული პლატფორმა 2024 აკადემიკოსი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გამოვიდა.

„25 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით - „სასოფლო-სამეურნეო ცოდნის და ინოვაციების სისტემა - ეროვნული პლატფორმა 2024 (AKIS)”, გამოვიდა აკადემიკოსი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემა (Aricultural Knowledge and innovation System (AKIS) წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს სოფლად და სოფლის მეურნეობაში ცოდნისა და ინოვაციების მიწოდებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული თითოეული მონაწილისა და მათი ურთიერთკავშირების გაძლიერებას.

AKIS არის ევროკავშირის მთავარი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის მთავარი მომხმარებელია ფერმერი ან მასთან დაკავშირებული პირი, ხოლო მთავარი დანიშნულებაა, მომხმარებელმა მიიღოს მეტი ცოდნა, ინოვაციები და შესაბამისად აწარმოოს უკეთესი ხარისხისა და ეკომეგობრული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. მისი ნაწილები არიან: ფერმერები, მრჩევლები, მეცნიერ-მკვლევრები, სასოფლო თემები, ეროვნული და რეგიონული ხელისუფლება და სხვ.

AKIS საქართველოში აქვს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ძლიერი მხარეებია: საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის/ინოვაციის ძლიერი სისტემის შექმნის ერთობლივი სურვილი; საჯარო და კერძო მომსახურების ქსელები ქვეყნის მასშტაბით; „ცვლილებების ლიდერები“ - დემოფერმერები; ხოლო სუსტი მხარეებია: შეთანხმებულობა და კოორდინაცია - არ არსებობს სისტემის განვითარების საერთო ხედვა; მდგრადობა - სასოფლო-სამეურნეო ცოდნის და ინოვაციების თანამედროვე სისტემის ფრაგმენტულობა; კვალიფიკაცია; ფერმერთა საჭიროებებისა და პრაქტიკის ნაკლებობა.

სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების ქართული სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რიგი საკითხები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის კონცეფციის ინტეგრირება სტრატეგიისა და პოლიტიკის ფართო კონტექსტში; სისტემის მონაწილეთა მანდატების და პასუხისმგებლობების გარკვევა/იდენტიფიცირება; ჩართულობითი მიდგომისა და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა; სისტემის ანალიზი ფერმერის პერსპექტივიდან და ა. შ.

მოხსენებამ დამსწრე საზოგადოებას შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, დარგის მოწვეული სპეციალისტები და სხვ. სიტყვით გამოვიდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები - რამაზ ხეცურიანი,, თამაზ შილაკაძე, მიხეილ ჯიბუტი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, პროფესორი ანზორ აბრალავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი გიორგი არაბიძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს