ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - საარჩევნო ცვლილებები მმართველ უმრავლესობას ცესკოს ყველა გადაწყვეტილების გაკონტროლების პოტენციურ შესაძლებლობას აძლევს

ასამბლეა ხაზს უსვამს შეშფოთებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოში არჩევნების სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ცვლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესს და რომელმაც გააუქმა ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მიიღეს.

„ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მმართველ უმრავლესობას, თავად შეარჩიოს და დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე და უპარტიო წევრები, რაც, ფაქტობრივად, მისცემს მას ცესკოს წევრთა უმრავლესობას. ასამბლეის შეშფოთებას ემატება საარჩევნო კოდექსში ბოლო წუთში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, რამაც შეცვალა ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონიერად საჭირო უმრავლესობები. ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის პროცესში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, ეს ცვლილებები მმართველ უმრავლესობას აძლევს პოტენციურ შესაძლებლობას, ცესკოს ყველა გადაწყვეტილება გააკონტროლოს“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს დაინტერესებული მხარეების აღქმასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ ნდობაზე.

„ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს დაინტერესებული მხარეების აღქმასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ ნდობაზე. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ და მიიღებენ დაინტერესებული მხარეები და ზოგადად, ქართული საზოგადოება არჩევნების ლეგიტიმურობასა და სამართლიანობას და მის შედეგებს“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია