ანონსი  28 ივნისი

28 ივნისს, 09:30 საათზე ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ ორგანიზებით გამართული რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის - „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“ დახურვა გაიმართება.

თემები: ნატოს პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები, შუა დერეფანი, როგორც ალტერნატიული გზა; დემოკრატიული ქვეყნების მიერ მედეგობის შენარჩუნების მექანიზმები და სხვა.

მის: ჭავჭავაძის 37, Pullman Tbilisi Axis Towers

საკონტაქტო: 599 437 403

28 ივნისს, 10:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

თემაზე: „სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგი“.

მის: აკაკი გახოკიძის 11ა, 0 სართული.

საკონტაქტო: თამარ თორდინავა - 599 877 810

28 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2024 წლის მაისი.

მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

28 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტის ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის, თეა ოშხერელის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „რძეში კანცეროგენის გამოვლენის შემთხვევები გაიზარდა - ივლისიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლითაც სახიფათო ტოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება. რა წესების დაცვა მოუწევთ ბიზნესოპერატორებს და საოჯახო მეურნეობებს. რა ოდენობის ჯარიმა იმოქმედებს კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ივნისს, 11:45 საათზე, პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

28 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

28 ივნისს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია-პერფორმანსს გამართავს.

თემა: ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #138

საკონტაქტო: 598 002 110

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ