ირაკლი კობახიძე - როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, რაც კატეგორიულად მიუღებელია

ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, თითოეული ადამიანის უფლებები, განურჩევლად ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, აღნიშნული საკითხი უნდა მოწესრიგდეს.

„ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი. აქ საქმე არ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას, თითოეული ადამიანის უფლებები, განურჩევლად ცხოვრების წესისა, უნდა იყოს დაცული. ეს არის ჩვენი პრინციპი, ამოსავალი წერტილი, თუმცა, რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას, გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, ვფიქრობთ, ეს საკითხი უნდა მოწესრიგდეს. როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის