ჯო ბაიდენი - თუ მესამე მსოფლიო ომი გინდათ, ნება მიეცით დონალდ ტრამპს, გაიმარჯვოს - თუ ომი გინდათ, ნება მიეცით პუტინს, კიევი აიღოს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანა მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.

„მისი პოლიტიკა ძალიან ცუდია. მისი სამხედრო პოლიტიკა სიგიჟეა. ის შეგვიყვანს მესამე მსოფლიო ომში. ჩვენ უფრო ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან და ის მიგვიყვანს იქამდე. ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი, პუტინი - მას პატივს არ სცემენ. მათ არ ეშინიათ მისი. მათ არაფერი აქვთ ამ ჯენტლმენთან და ის შეგვიყვანს მესამე მსოფლიო ომში“, - აღნიშნა ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მესამე მსოფლიო ომი სწორედ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ემუქრება.

„თუ გსურთ მესამე მსოფლიო ომი, ნება მიეცით მას გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ამერიკამ უნდა დაიცვას მსოფლიოს უსაფრთხოება, რადგან მისი საკუთარი უსაფრთხოება საფრთხეშია.

„და კიდევ, თუ ომი გინდათ, უბრალოდ ნება მიეცით პუტინს, წინ წავიდეს და კიევი აიღოს, ნახავთ, მოხდება პოლონეთში, უნგრეთში და ამ საზღვრის გასწვრივ სხვა ადგილებში. მაშინ თქვენ გექნებათ ომი“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს