ანა ბუჩუკური - ირაკლი კობახიძეს თავად არ არ სჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრია - ჩვენი გუნდი დღევანდელ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც თავად არ სწამს და არ სჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრია - მიაჩნია, რომ ერთი ადამიანის მომსახურე პერსონალია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, X მოწვევის პარლამენტი სრულად დაცლილია იმ უნარისგან, რომ ელემენტარული საბაზისო ფუნქციები შეასრულონ.

დეპუტატის განმარტებით, „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას არ დაესწრება.

„სამწუხაროდ, ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობის მიწურულს, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, ამ მოწვევის პარლამენტი სრულად დაცლილია იმ უნარისგან, რომ ელემენტარული საბაზისო ფუნქციები შეასრულონ. აღარაფერს ვამბობ საზედამხედველო ფუნქციაზე - ეს ერთი არგუმენტი და მეორე: ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც თავად არ სწამს და არ სჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრია. მას ეს აღქმა საკუთარ თავზე არ აქვს. აღარაფერს ვამბობ ქვეყნის შიგნით და გარეთ მის „პრემიერ-მინისტრობაზე“, რაც შეფასებითია. თვითონ არ თვლის ეს ადამიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრად თავს, არამედ მიაჩნია, რომ ერთი ადამიანის მომსახურე პერსონალია. ამ ორი ძირითადი არგუმენტიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი დღევანდელ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით დღეს, 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია