ირაკლი კობახიძე - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სკოლამდელი და სასკოლო განათლების დონეზე ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი განათლების მოდელის გეოგრაფიული არეალი.

მისივე თქმით, სახელმწიფო ენის ბილინგვური მეთოდით სწავლება 36 საბავშვო ბაღსა და 184 საჯარო სკოლაში დაინერგა.

„რეგიონებში არაქართულენოვან სკოლებში მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტის დასაძლევად მივლინებულ იქნა 397 ქართულენოვანი მასწავლებელი. მშვიდობის ფონდის მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 129 ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდ ინტერესზე მეტყველებს. დაფინანსდა 22 ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნესპროექტი. შარშან ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხა 235 სტუდენტი. შეუფერხებლად და ეფექტიანად გრძელდება „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ფარგლებში სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა; პროგრამით, საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის რეგიონიდან 1200-ამდე, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 300-ამდე ადამიანმა ისარგებლა.

მთავრობა აგრძელებს აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერასა და სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, ვაქცინების, მედიკამენტების, ანტივირუსული ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულარულად მიწოდებას. ამ პერიოდის განმავლობაში ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, აფხაზეთის რეგიონში გრძელდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა და ადგილზე მოსახლეობის დახმარება.

„საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, აფხაზეთის რეგიონს გადაეცა მცენარეთა და ცხოველთა დაცვის 400,000 ლარზე მეტი ღირებულების საშუალებები.

გაგრძელდა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების პროგრამა. გასული 12 თვის განმავლობაში, გადმოსვენებულ იქნა და ოჯახებს გადაეცა უგზო-უკვლოდ დაკარგული 68 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი; გაიმართა მათი სათანადო პატივით დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით. 14 ათასზე მეტ ოჯახის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწია ფინანსური დახმარება. 2000-ამდე სტუდენტს სახელმწიფოს მიერ დაუფინანსდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების საფასური. სოფელ ზარდიაანთკარში რეაბილიტირდა 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლი, ამ სახლების მფლობელები დღემდე უზრუნველყოფილნი იყვნენ დროებითი საცხოვრებლით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა