საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია - „ჩვენი შრომითი უფლებები“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კონფერენცია „ჩვენი შრომითი უფლებები“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, კონფერენცია გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. სტუდენტებს წარმატებები უსურვეს დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მირანდა გურგენიძემ.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობა 40-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.

„კერძო სამართლის დეპარტამენტში, კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსის, ციალა გლოველის, ინიციატივითა და პროფესორ მასწავლებლების ანა ტაკაშვილის, გიორგი ინაურის, ბესიკ ტეტელოშვილის, ნინო დონჯაშვილისა და თინათინ ჩიქვანაიას ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - ,,ჩვენი შრომითი უფლებები", რომელმაც სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია, ხოლო მათ მიერ წარდგენილმა ნაშრომებმა მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სტუდენტების მიერ წარმოდგენილი თითოეული ნაშრომი, მაღალკვალიფიციურია და იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას, როგორც დაინტერესებულ პირთათვის, ასევე დარგის სპეციალისტებისთვის. მადლობას მოვახსენებ კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს“, - აცხადებს ირაკლი გაბისონია.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მირანდა გურგენიძის თქმით: „კონფერენციაზე სტუდენტების მიერ პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია-დებატები, სადაც საკმაოდ აქტუალური საკითხები გამოიკვეთა. დაიგეგმა პრობლემური თემებზე რეკომენდაციების შემუშავება და იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც მსჯელობისას ერთობლივი ანალიზით ჩამოყალიბდა. კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა, მონაწილე სტუდენტებსა და ასევე ორგანიზატორებს გადაეცათ სერტიფიკატები“.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო აქტუალური თემები, მათ შორის: ია ნანუაშვილი - „შრომითი ხელშეკრულება”; გვანცა აბაშიშვილი - “ქალთა დისკრიმინაციის პრობლემა შრომით ურთიერთობებში”; მარიამ ბოკუჩავა, ელენე ლაშქარაშვილი - „სამუშაო დრო”; გიორგი რომანიშვილი - „შვებულება ბავშვის მოვლის გამო”; ანა წიკლაური - „არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები”; მარიამ მჭედლიძე - „ზეგანაკვეთური სამუშაო”; ლუკა გალჩევი - „სამუშაო დრო, შესვენების დრო და დასვენების დრო”; ეკატერინე ილიაევი - “სამუშაო დროს თავისებურებანი და მასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები”; თამარ იმერლიშვილი - “ნარდობის და შრომითი ურთიერთობების გამიჯვნა”; ლიზა კერესელიძე, ლაზარე ჯელაძე - “შრომის ანაზღაურება”; ლუკა თვალიაშვილი, ქეთევან ციცქიშვილი - “სამუშაო დროის ხანგრძლივობა”; მარიამ ჯანხოთელი - “შრომის სამართლის განვითარების მიმოხილვა, დარგის მნიშვნელობა, სისტემა და წყაროები”; საბა ლიპარიძე, თამარ გაბრიჭიძე - „ნარდობისა და შრომითი ხელშეკრულების გამიჯვნის პრობლემები”; ნიკოლოზ სააკაშვილი - „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით”; დავით სააკაშვილი - „შრომის ინსპექციის სამსახური და მისი როლი შრომითი პირობების დაცვაში”; ლუკა სიხარულიძე - „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და შეწყვეტის წესი”; იაგო მაისურაძე - „მავნე, მძიმე და საშიში გარემოს შედარებითი ანალიზი, როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან”; მარიამ დათუნიშვილი - „ნარდობის ხელშეკრულება, როგორც შრომითი ხელშეკრულების დადებისგან გვერდის ავლის საშუალება”; ანა ილურიძე - „შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“ და სხვა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა