გივი მიქანაძე - დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა არ იზიარებს პოზიციას, რომ საქართველოს მიმართ რაიმე შეზღუდვები უნდა დაწესდეს ევროპის საბჭოს ფარგლებში, ამიტომ არაერთი მცდელობა სრული ფიასკოთი დამთავრდა

როგორც ჩვენი დელეგაცია, ასევე, დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა არ იზიარებს პოზიციას, რომ საქართველოს მიმართ რაიმე შეზღუდვები უნდა დაწესდეს ევროპის საბჭოს ფარგლებში, ამიტომ მათი [ოპოზიციის] არა ერთი მცდელობა სრული ფიასკოთი დამთავრდა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ანა წითლიძეს და ლევან ბეჟაშვილს უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოსა და ასევე, რამდენიმე ესტონელი და ლიეტუველი დეპუტატის ჩართულობით, მცდელობა ჰქონდათ, რომ რეზოლუციაში, საქართველოსთან მიმართებაში შეზღუდვების დაწესების კუთხით, ცვლილება შეეტანათ, რაც არ გამოუვიდათ.

„მიმდინარე კვირას, სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია, რომელიც საქართველოს საკითხსაც განიხილავდა. ამ საკითხის განხილვის დროს, ორი დღის განმავლობაში, ჯერ საკომიტეტო მოსმენებზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ანა წითლიძეს და ლევან ბეჟაშვილს ყველასთვის ცნობილი ფიგურის, ოდიოზური გონჩარენკოს მხარდაჭერითა და მისი უშალო ჩართულობით, ასევე, რამდენიმე ესტონელი და ლიეტუველი დეპუტატის ჩართულობით, ჰქონდათ მცდელობა, რომ რეზოლუციაში, რომელიც გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა, შეეტანათ ცვლილება. მათი მიზანი იყო, რომ თუკი მათი მხრიან დაფიქსირებული პოზიცია, რომ თითქოს, საქართველოს მხრიდან უკუსვლას აქვს ადგილი და რაიმე არ შეიცვლება „პოზიტიურისკენ“, ამ შემთხვევაში პროცესის ანგარიში განეხილა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას და შესაძლოა, დაწყებულიყო საქართველოს წევრობის შეზღუდვის და ასევე, შესაძლოა, დაწყებულიყო პროცედურები, საქართველოს წევრობის საკითხის დაყენებასთან მიმართებაში. ეს პროცესი მათ ვერ გაიტანეს. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ჩვენი დელეგაცია, ასევე, დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა არ იზიარებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მიმართ რაიმე შეზღუდვები უნდა დაწესდეს ევროპის საბჭოს ფარგლებში, ამიტომ მათი არა ერთი მცდელობა სრული ფიასკოთი დამთავრდა,“ - განაცხადა სამხარაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს