GITA-მ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეცამეტედ გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეცამეტედ გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, დაინტერესებულ პირებს 1 ივლისიდან საშუალება ეძლევათ, გრანტების პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით ინოვაციური ბიზნეს იდეა წარადგინონ, რომელთა შეფასებას სააგენტოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შემფასებლები განახორციელებენ. პირველ ეტაპზე 150 სტარტაპი შეირჩევა, რომელიც გადამზადებას ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით გაივლის. შემდგომ საფეხურზე 150 სტარტაპი გრანტების პორტალის მეშვეობით ბიზნეს გეგმებს წარმოადგენს, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ. ბიზნეს გეგმის შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე 50 ფინალისტი გამოვლინდება.

თანადაფინანსების გრანტები იმ სტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა ჯამური ბრუნვა ბოლო 12 თვის განმავლობაში 500 000 ლარს არ აღემატება. ასევე პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ იგი არ ეხება სპირტის, ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თორმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპი დაფინანსდა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებ-პორტალზე: www.grants.gov.ge.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს