თსუ-ში სტუდენტური კონფერენცია - „საბჭოთა საქართველო - ეკონომიკა, კულტურა, პოლიტიკა“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია - „საბჭოთა საქართველო - ეკონომიკა, კულტურა, პოლიტიკა“ გაიმართა.

თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორია სტუდენტური ორგანიზაცია „პოლიტიკური სკოლა.“

„კონფერენცია მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის, მის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ისტორიის, კულტურის, საბჭოთა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესწავლას. აგრეთვე, საბჭოთა მანკიერი სისტემის წარმოჩენას კულტურის სხვადასხვა სფეროში.

კონფერენციის მიმდინარეობისას თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საბჭოთა საქართველოში კულტურის 70-წლიან ისტორიაზე, საბჭოთა ტერორზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია პოსტსაბჭოთა საქართველოს პერსპექტივებზეც.

თსუ-ის აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ სამი გამარჯვებული გამოავლინა: I ადგილი - გუგა მამისეიშვილი, გიორგი ხელიძე „ქართული ლიტერატურა სტალინის აჩრდილქვეშ“; II ადგილი - ნია ლორია, მარიამ ხაჩიძე „საბჭოთა საქართველოში კონსტიტუციებისა და არსებული რეალობის შედარებითი ანალიზი, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების, არჩევნებისა და სახელმწიფო ენის კონტექსტში“; III ადგილი- თეკლა ჩხეიძე „რკინის ფარდის გარღვევა: დასავლეთევროპული ლიტერატურა საბჭოთა ქართულ ლიტერატურულ დისკურსში“.

გამარჯვებული სტუდენტები, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები, შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს