საფრანგეთში 180-ზე მეტი კანდიდატი, ულტრამემარჯვენეების დაბლოკვის მიზნით, არჩევნებს ეთიშება

საფრანგეთში „ეროვნული გაერთიანების“ ოპონენტები ულტრამემარჯვენე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის თავიდან აცილების მიზნით ძალისხმევას აძლიერებენ და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 180-ზე მეტმა კანდიდატმა დაადასტურა, რომ არ აპირებს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას, დანარჩენებს კი გადაწყვეტილების მისაღებად დრო დღეს, ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე აქვთ.

Reuters-ი წერს, რომ უცნობია, შეძლებს თუ არა „ეროვნული გაერთიანება“ 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობისთვის საჭირო 289 მანდატის მოპოვებას. იქამდე, სანამ კანდიდატურების ტაქტიკური მოხსნა დაიწყებოდა და პარტიები ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ, მხარი დაუჭირონ კანდიდატს, რომელსაც „ეროვნული გაერთიანების“ ადგილობრივ კონკურენტთან გამარჯვების საუკეთესო შანსი აქვს, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პირველი ტურის შედეგების თანახმად, პარტიას 250-300 მანდატის მიღება შეუძლია.

„მატჩი ჯერ არ დასრულებულა. უნდა მოვახდინოთ მთელი ძალების მობილიზება", - განაცხადა პარიზის სოციალისტმა მერმა, ანა იდალგომ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, საფრანგეთში კვირას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც, ხმების 33 პროცენტით ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს ჩატარდება, რის შემდეგაც გაირკვევა, როგორ გადანაწილდება მანდატები საფრანგეთის 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მისი პარტია მთავრობის ფორმირებას არ შეეცდება, თუკი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. „ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ მთავრობაში წასვლას, თუ ვერ ვიმოქმედებთ, ჩვენ გვსურს ვმართოთ“, - აღნიშნა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია