ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს - არცერთმა კანდიდატმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის განაცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ მათთვის სასურველი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გაიყვანონ.

ბეჟაშვილი გენერალური პროკურორის კანდიდატებს მოუწოდებს, რომ „პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა არ მიიღონ“.

„საზოგადოება ხედავს, თუ როგორ გამალებით ცდილობს „ქართული ოცნება“ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე, სადაც ხელისუფლების ახალი ლეგიტიმაციის ჩამოყალიბება ქართველი ხალხის მიერ, არჩევნების გზით უნდა მოხდეს, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პრაქტიკულად ლეგიტიმაცია აღარ აქვს, „რუსული კანონის“ მიღების შემდგომ - ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ მათთვის სასურველი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გაიყვანონ და ხელისუფლება მიიტაცონ, მათ შორის პროკურატურაში. ვფიქრობ, რომ არცერთმა კანდიდატმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, ვინაიდან ახალი ლეგიტიმაციით არჩეული პარლამენტი აუცილებლად შეისწავლის ამ დანიშვნის საკითხებს, აუცილებლად პოლიტიკურ შეფასებას მისცემს და ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოხდება.

თავად გაბიტაშვილის კანდიდატურა, განსაკუთრებული პროფესიული ღირსებებით არ გამოირჩევა. საზოგადოებას კარგად ახსოვს, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაში მისი დაკითხვის პროცედურა - მას არ გამოუჩენია თავი მაღალი კვალიფიკაციით. ამიტომ აქაც ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სანდო ადამიანი იყოს და პროფესიონალიზმს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ სანდო ადამიანმა პოლიტიკური დავალებები შეასრულოს. ამიტომ გაბიტაშვილს და სხვა კანდიდატებსაც მოვუწოდებთ, რომ ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა არ მიიღონ და ყველა დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ახალი ლეგიტიმაციით ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმური პარლამენტი გენერალური პროკურორის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებზე ადამიანების გამწესებას მოახდენს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა