„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელთა 80% საქმიანობას ბიზნეს მობილბანკით მართავს

„საქართველოს ბანკი“ განაგრძნობს ბიზნესების მხარდაჭერას და უკვე 4 წელია, მათთვის ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციას, ბიზნეს მობილბანკს უწყვეტ რეჟიმში ავითარებს. 93%-იანი კმაყოფილების მაჩვენებლით, აპლიკაცია მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესებისთვის დროისა და რესურსების დაზოგვის ეფექტიან საშუალებად იქცა.

„მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ აპლიკაციის ახალი გზავნილია, რადგან დროთა განმავლობაში ბიზნეს მობილბანკი არა მხოლოდ საბანკო მომსახურების მიღების საშუალებად, არამედ ბიზნეს პროცესების მართვის ეფექტიან ინსტრუმენტად იქცა.

დღეისათვის ბიზნეს მობილბანკი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციონალს აერთიანებს, მათ შორისაა:

ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე+ და შეგროვებადი ანაბრების გახსნა; ბიზნეს ბარათების შეკვეთა; ბიზნეს სესხის მოთხოვნა ან ბიზნეს სესხის წინსწრებით დაფარვა; საკრედიტო ხაზის ათვისება; დამატებითი ბიზნეს ანგარიშის გახსნა; გადახდებისა და გადარიცხვების შესრულება.

გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომია ბიზნეს შეთავაზებები. ეს მიმართულება აერთიანებს ფასდაკლებასა და უფასო სერვისებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობს შესრულებაში ეხმარება. მაგალითად, სხვადასხვა გლობალური ბრენდის შეთავაზებები მარკეტინგულ, საგანამანთლებლო თუ პროექტების მართვის პლატფორმებზე.

ბიზნესის მართვას „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ამარტივებს იმ კუთხითაც, რომ იგი კომპანიის დირექტორებს აძლევს დოკუმენტებზე ხელმოწერის შესაძლებლობას, შესაბამისად, მარტივდება გადარიცხვების შესრულება, კომუნალურების გადახდა, ხელფასის გადარიცხვა და სხვა. რაც მთავარია, მინიჭებული როლებით განსაზღვრული ოპერაციების შესრულება დირექტორს, ბუღალტერს ან ფინანსურ მენეჯერს, ტელეფონით, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია.

ბიზნეს მობილბანკში ასევე შესაძლებელია მომხმარებლების მიერ შესრულებული გადახდების და ჩარიცხვების შემოწმება. ეს შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, ანგარიშზე არსებულ ფინანსურ რესურსებზე უახლესი ინფორმაცია ჰქონდეთ.

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ავითარებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში ეხმარება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბიზნეს მობილბანკს ბიზნეს მომხმარებელთა 80% იყენებს და მათი კმაყოფილების მაჩვენებელი რეკორდულ მაქსიმუმზეა და 95%-მდეა. ჩვენ მომხმარებლებს ბიზნეს მობილბანკი წარვუდგინეთ, აღვნიშნეთ, რომ მისი მეშვეობით ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციებისა და აქტივობების განხორციელება სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან იქნებოდა შესაძლებელი, ჩვენ ამ დაპირებას ყოველდღიურად ვასრულებთ და ბიზნეს მობილბანკს უნივერსალური აპლიკაციის მიმართულებით ვავითარებთ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში ბიზნესებს მობილბანკში არაერთ განახლებას შევთავაზებთ, რომელიც მათ გამოწვევების მარტივად გადალახვაში დაეხმარება“, - ამბობს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე.

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ამ ბმულიდან ან თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა