„ქართული ოცნება“ - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია - ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს - სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია… სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, რეზოლუციაში სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, კონკრეტული ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას.

„მოგეხსენებათ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწიოს - წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ტექსტი შესწორებიდან - “თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა“.

პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტში სამი მხარეა - უცნაური კონსტრუქციაა თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო - აფხაზეთი და ოსეთი.

შესწორება ასევე გულისხმობს იმასაც, რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხებით ცდილობს, რაც ასევე დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატის ფარგლებში რუსულ დესტრუქციულ ქცევას იცავს. ეს ყველაფერი სერიოზულად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეუთო არის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და შეერთებული შტატები, რომლის წარმომადგენლები შესწორების ავტორები არიან, არის ჟენევის ფორმატის წევრი და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. რეზოლუციაში ამ ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთოსა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას.

საქართველოს ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე სამწუხაროდ უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს.

საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხმა გადამწყვეტი არ არის, რადგან ვართ პატარა ქვეყანა, გვყავს ძალიან პატარა დელეგაცია და აუცილებლად ვიქნებით უმცირესობაში, მაგრამ საჭიროა ღიად ვთქვათ, რომ შესწორებები მიკერძოებულია და დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე, მისი დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს. ჩვენი გადაწყვეტილება რჩება ურყევი და გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასაცავად.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა