ჯიმ ო’ბრაიენი - თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება ექნება

თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრიორიტეტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მათი „გადაუდებელი საჭიროების ადგილებში“ თავმოყრა იყო.

„თავდაპირველად ეს იყო ტერიტორია, სადაც რუსეთი შეტევას ხარკოვის მახლობლად ახორციელებდა. ახლა კი, როგორც ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას განაცხადა, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფლება მიეცემა სამიზნეებს უფრო შორ დისტანციებზე მიაღწიოს“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ საზღვრებთან არსებული რუსული ობიექტების განადგურების გამო რუსეთი წინსვლის უნარს კარგავს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს