მარკ გრინი - m&i ფორუმის თბილისში ჩატარება საუკეთესო შესაძლებლობაა, რომელიც მყიდველებს და მომწოდებლებს ერთმანეთს აკავშირებს - ორგანიზატორებმა აირჩიეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება

საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024- ის მონაწილის, დედოფალ ელისაბედ მეორის ცენტრის წარმოვადგენლის განცხადებით, m&I ფორუმის თბილისში ჩატარება საუკეთესო შესაძლებლობაა, რომელიც მყიდველებს და მომწოდებლებს ერთმანეთს აკავშირებს.

„მე დედოფალ ელისაბედ მეორის ცენტრს წარმოვადგენ, რომელიც ლონდონის უდიდესი ღონისძიებების ადგილია ვესტმისტერში. m&I ფორუმის თბილისში ჩატარება საუკეთესო შესაძლებლობაა, რომელიც მყიდველებს და მომწოდებლებს ერთმანეთს აკავშირებს. ორგანიზატორებმა აირჩიეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება, ძალიან მომეწონა რაც ვნახე, ეს არის მშვენიერი ტურისტული მიმართულება, საოცარი სასტუმროები, პირველი დღის შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩატარდა, იყვნენ ძალიან კარგი მყიდველები, ეს არის სწორედ რასაც ჩვენ ველოდებით“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე მარკ გრინი დიდი ბრიტანეთიდან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი თბილისში 1- 4 ივლისის ჩათვლით იმართება.

„ფორუმში მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე მოქმედ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია