აჭარას 100-ზე მეტი ჟურნალისტი და ინფლუენსერი სტუმრობდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს არაბი და პოლონელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედიატურის მონაწილეებმა პეტრასა და გონიოს ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მთიანი აჭარა და ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

„სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებმა კაპნისთავის კანიონიც დალაშქრეს და მთიან აჭარაში მდებარე კოტეჯებს ესტუმრნენ. რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მოგზაურები „ინსტაგრამის“, „ტიკტოკის“, „ფეისბუქისა“ და „ლინკდინის“ მეშვეობით ასიათასობით გამომწერს უზიარებდნენ.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 100-ზე მეტი ინფლუენსერი და ჟურნალისტი სტუმრობდა 15-მდე სამიზნე ქვეყნიდან. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. რეგიონის პოპულარიზაციას უცხოელი ჟურნალისტების მეშვეობით უწყება წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს