ნუგზარ წიკლაური - მაქვს რწმენა, რომ საბოლოო ჯამში შეიქმნება ოპტიმალური კონფიგურაციები - „ახალში“ საუბარი მიმდინარეობს „ლელოსთან“, დაიწყება სხვა პარტიებთანაც

ახლა უმთავრესია არა ცალ-ცალკე პოლიტიკური პარტიების სარგებელი, არამედ ის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მთავარია, ბარიერი გადალახოს ყველა იმ ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ შეიქმნება.

„ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს, პარტიები ერთმანეთს ხვდებიან, განიხილავენ სხვადასხვა ვერსიებს თავისი საგარეო პოლიტიკური თუ სხვა ტიპის მისწრაფებების შესაბამისად, რომ შექმნან გაერთიანებები ისეთ პარტიებთან, რომლებიც ყველაზე მეტად ეთანადება მათ პოლიტიკურ კურსს, ამიტომ, ყველაფერი არის შესაძლებელი. სავარაუდოდ, საუბარი არის სამ ან ოთხ ოპოზიციურ ცენტრზე. კვლევები ანახებს, რომ გამოკვეთილია მინიმუმ ორი პარტია, რომლებსაც სხვებზე მეტი მხარდაჭერა აქვს ამ წუთისათვის. როგორი იქნება შედეგები, მე შემიძლია, მხოლოდ ახლა ვთქვა, რომ მაქვს რწმენა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ამ საკითხის და ოპტიმალური იქნება ის კონფიგურაციები, რომელიც საბოლოოდ შეიქმნება.

უმთავრესი ახლა გახლავთ არა ცალ-ცალკე პოლიტიკური პარტიების სარგებელი, არამედ ის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა. მთავარია, ბარიერი გადალახოს ყველა იმ ოპოზიციურმა დაჯგუფებამ, რომლებიც წინასაარჩევნოდ შეიქმნება. საერთო სიაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები არსებობენ საქართველოში, საბედნიეროდ, და სწორედ მრავალფეროვნებაში არის დემოკრატიის ხიბლიც. სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად გააკეთეს განაცხადი, რომ ვერ ხედავენ თავიანთ თავს ერთიანი სიის ფარგლებში და ასევე, იყო სრულიად ლოგიკური განცდა იმის, რომ შეიძლება ამ პარტიებიდან რომელიმეს ამომრჩეველს არ მიეცა ხმა ერთიანი სიისთვის იმ შემთხვევაში, თუ სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია იქნებოდა იქ, რომლის მიმართაც აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, ამიტომ, ჩვენ სასწორზე არ უნდა დავაყენოთ და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ისეთი პოლიტიკური პარტიები დაჯგუფდნენ, რომ ამომრჩევლისთვისაც ეს იყოს კომფორტული“ , - განაცხადა მან.

კითხვაზე, ვისთან შეიძლება პარტია „ახალი“ დაჯგუფდეს, ნუგზარ წიკლაურმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებები პარტია „ლელოსთან“ მიმდინარეობს, განიხილება ასევე სხვა პარტიებიც, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებთანაც ვერ ითანამშრომლებენ. წიკლაურის განმარტებით, ასეთი გიორგი გახარიას პარტიაა.

„ჩვენ ეს არც დაგვიმალავს, ეს საუბარი „ლელოსთან“ მიმდინარეობს, დაიწყება კიდევ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, დინამიური პროცესია. პარტია „ახალი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეიწყოს ერთ მთავარ გარემოებას, რომ არცერთი მცირე პოლიტიკური პარტია არ დარჩეს ისეთი, რომელიც თვითონ ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს და ეს შემდეგ დააზიანებს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს. მთავარი ამოცანაა, პროევროპული ამომრჩევლის ხმები არ დარჩეს ბარიერს მიღმა და ამით ჩვენ ხელი არ შევუწყოთ მმართველ ძალას, რომ შეინარჩუნოს ანტიევროპული მმართველობა. მე მოვერიდებოდი წითელ ხაზებზე საუბარს, მაგრამ, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი გახარიას პარტია გაცილებით შორს არის ჩვენი პოლიტიკური ძალისაგან ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა