ბაზისბანკი „Meliora 2024“-ის გამარჯვებულია ნომინაციაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - Meliora 2024“-ის დაჯილდოების ფარგლებში, წლის გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

„Meliora 2024“-ის წლის „პასუხისმგებელი დამსაქმებლის“ კატეგორიაში, გამარჯვებული მსხვილი კომპანია, ბაზისბანკი გახდა.

2022 წლიდან, ბაზისბანკის თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა და 1000-მდე გაიზარდა, რაც ბანკისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. შესაბამისად, თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ბაზისბანკის 2023 წლის სტრატეგიულ ამოცანად დასახელდა.

პროექტის “BB ერთობა“ ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თანამშრომელთა კმაყოფილების ხარისხი, გაიზარდა მათი პროდუქტიულობა და ბანკის მიმართ ლოიალობა. წინა წელთან შედარებით, თანამშრომლების გადინების მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. პროექტი “BB ერთობა“ ხელს უწყობს ბაზისბანკში უსაფრთხო, თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, რომელშიც თანამშრომლების საჭიროებები პრიორიტეტულია, ხოლო ერთ გუნდად მუშაობა – სასიამოვნო. სამომავლოდ, თანამშრომლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, დაგეგმილია პროექტის განახლება და გაფართოება.

ბანკი, ასევე წარმოდგენილი იყო კატეგორიაში „საზოგადოების მხარდაჭერა“, რომელშიც პროექტით „ბაზისბანკი - სოციალური მეწარმოების მხარდამჭერი“, ფინალისტებს შორის მოხვდა.

„Meliora 2024“-ის ყოველწლიური კონკურსის ფარგლებში, ბიზნესკომპანიებს ჯილდო იმ საუკეთესო ინიციატივებისა და პროექტებისთვის გადაეცემათ, რომლებიც ხელს უწყობენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

კონკურსის ცხრა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს.

„ბაზისბანკის წარმატების ფორმულა, ეკონომიკური წინსვლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სინთეზს ემყარება. უდავოა, რომ კონცენტრირება ბიზნესის მდგრადობასა და მასთან ერთად ეთიკურ სტანდარტებზე, საზოგადოების კეთილდღეობასა და გარემოს დაცვის საკითხებზე უფრო წარმატებულსა და კონკურენტუნარიანს ხდის კომპანიას. მადლობა მინდა გადავუხადო ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და HR-ის გუნდებს, რომელთა საერთო ძალისხმევით შემუშავდა პროექტი, რომელმაც აღიარება მოიპოვა საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მხრიდან“, - დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი.

„Meliora 2024“ CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა