The New York Times - ჯო ბაიდენი მოკავშირეებთან აცხადებს, რომ იცის, მხოლოდ დღეები აქვს დარჩენილი თავისი კანდიდატურის გადასარჩენად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მთავარ მოკავშირეებს განუცხადა, რომ მან იცის, უახლოესი დღეები გადამწყვეტია და ესმის, რომ შეიძლება ვერ შეძლოს თავისი კანდიდატურის გადარჩენა, თუ ვერ დაარწმუნებს ამომრჩევლებს, რომ ის შესაფერისია პრეზიდენტის პოსტისთვის, - ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ორი მოკავშირის თქმით, რომლებიც მას ესაუბრნენ, ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევისთვის ბრძოლის მიმართ კვლავ ერთგული რჩება, მაგრამ ესმის, რომ მისი, როგორც კანდიდატის სიცოცხლისუნარიანობა რისკის ქვეშაა.

„ბაიდენის მოკავშირეებთან საუბრები არის პირველი ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტი სერიოზულად განიხილავს, შეუძლია თუ არა გამოჯანმრთელება გასულ ხუთშაბათს ატლანტაში დებატების სცენაზე დამანგრეველი გამოსვლის შემდეგ.

„პრეზიდენტის საუბრები არის პირველი ნიშანი იმისა, რომ ის სერიოზულად განიხილავს, შეუძლია თუ არა დებატებზე გამანადგურებელი წარმოდგენის შემდეგ შექმნილი მდგომარეობიდან გამოვიდეს“, - წერს The New York Times-ი.

გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტი ოთხშაბათს შეეცადა, გამოეწვია ნდობა თავისი კამპანიის თანამშრომლებთან სატელეფონო საუბრისას, როდესაც მან განაცხადა : „ვერავინ გამაგდებს, არ მივდივარ“. საუბარში ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც მონაწილეობდა.

„ჩვენ უკან არ დავიხევთ! მივყვებით ჩვენი პრეზიდენტის გზას. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!” - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

ამის მიუხედავად, ბაიდენის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა პირადად აღიარა, რომ მისი შემდეგი რამდენიმე გამოჩენა ამომრჩეველთან კარგად უნდა წარიმართოს, კერძოდ, ინტერვიუ ჯორჯ სტეფანოპულოსთან, რომელიც პარასკევს ABC-ზე იქნება ეთერში და შაბათ-კვირას პენსილვანიასა და ვისკონსინში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრები.

„მან იცის, თუ მას კიდევ [დებატების] მსგავსი ორი ღონისძიება ექნება, შაბათ-კვირის ბოლოს ჩვენ სხვადასხვა ადგილას ვიქნებით“, - განაცხადა ბაიდენის ერთ-ერთმა მოკავშირემ, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

ბაიდენის კიდევ ერთ-ერთმა მოკავშირემ, მისმა მრჩეველმა, რომელმაც ასევე ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა „კარგად იცის, რა პოლიტიკური გამოწვევის წინაშეც დგას“.

მისი თქმით, ბაიდენმა იცის, რომ მისი კამპანიის შედეგი შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რისთვისაც იბრძვის.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინე ჟან-პიერის განცხადებით, პრეზიდენტმა მას პირდაპირ უთხრა, რომ მოკავშირეებთან რბოლის დატოვების შესახებ არ უსაუბრია.

”ეს აბსოლუტურად მცდარია,” - განაცხადა მან ბრიფინგზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა