ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის კონკურენციის სამართლის სესიაზე GCCA-ს მიღწევებზე ისაუბრა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, 3 ივლისს, გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით, კონკურენციის სამართლის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტების 22-ე გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწევებზე ისაუბრა და ყურადღება გასულ წლებში დასრულებულ საქმეებზე გაამახვილა.

„GCCA 10 წლის არის და აღნიშნულ პერიოდში რეფორმების რამდენიმე ეტაპი გაიარა. კერძოდ, 2020წელს, კონკურენციის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის საუკეთესო მაგალითია. 2021-2022 წელს, ანტიდემპინგის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონების აღსრულება დავიწყეთ. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრის შეფასება. დღეს, ევროკავშირის ექსპერტების შეფასებით,კონკურენციის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა 75%-ზე მეტია, რაც 2022 წელს 60%-ს შეადგენდა. ამ ეტაპზე, მიღებულია რეკომენდაციები და ვგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს, რომ სრულ თანხვედრაში ვიყოთ ევროპულ კანონმდებლობასთან.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2020-2024 წლებში, ბაზრებზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით, GCCA-მ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. დასრულდა 20 მოკვლევა. მათ შორის, შეთანხმებული ქმედებები დადასტურდა: ფარმაციის, საწვავის ბაზარზე და კინოთეატრების ონლაინ გაყიდვების ბაზარზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე განმარტებით, 2020-2024 წლებში, GCCA-ის მიერ 11 ბაზრის მონიტორინგი დასრულდა. მათ შორის, ფარმაციის, საწვავის, საბანკო დაზღვევის და ა.შ. ფარმაციის ბაზარზე გაცემული 13 რეკომენდაციიდან მთავრობის მიერ დიდი ნაწილი დანერგილია.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, გახსნით სესიაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტი, ანდრეას მუნდტი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ ჯენი; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, უილიამ კოვაჩიჩი და სხვები. ღონისძიებაში მონაწილეობენ: UNCTAD-ის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. ჟენევაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებში მონაწილეობს GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის