გენპროკურორობის კანდიდატი იაგო ხვიჩიას - გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი, თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი მოწოდებისთვის, რომ მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ წავიდნენ, ასევე, დავიჭერდი ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარების გამოცხადებისთვის

გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი, მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი მოწოდებისთვის, რომ სამხედროში არ წახვიდეთო, - ასე მიმართა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ლალი ბუნტურმა საპროკურორო საბჭოს წევრს და პარტია „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას.

მისივე თქმით, იმავე პარტიის ლიდერს „ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარების გამოცხადებისთვისაც“ დაიჭერდა, იმ პერიოდში გენერალური პროკურორი რომ ყოფილიყო.

„მე, მაგალითად, გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი, თქვენმა პარტიამ რომ გამოაცხადა ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარება, მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი. გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი, მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი ამ მოწოდებისთვის, რომ სამხედროში არ წახვიდეთო.

წარმოგიდგენთ ბრალდებას - ჩვენი წინაპრები, დედები, ხმლით და ფარით ხვდებოდნენ შვილებს გზაზე, რომ ომში წასულიყვნენ და ქვეყანა დაეცვათ, თქვენ ამბობთ არ წახვიდეთ ომშიო, სამშობლო არ დაიცვათო. ჩვენს ქვეყანას დაცვა არ სჭირდება? იმ დროისთვის რომ ვყოფილიყავი პროკურორი, დაგიჭერდით!

ბატონო იაგო, მე თქვენ მესიჯი მოგაწოდეთ დღეს, რადგან თქვენ ხართ თავმჯდომარე, რომ გამოასწოროთ თქვენი შეცდომა. მე არ მაქვს ამბიცია გენერალურ პროკურორობაზე იმიტომ, რომ თქვენ დაგიჭიროთ, პეტრე დავიჭირო ან პავლე დავიჭირო. მე მაქვს ამბიცია იმაზე, რომ მესიჯი გავუგზავნო ჩემს საზოგადოებას: ხალხნო, ქვეყანა გადავარჩინოთ და არ დავღუპოთ! მე თავიდანვე ვთქვი, უშეცდომო ღმერთია ერთი, თქვენ თუ შეცდომა დაუშვით, გამოასწორეთ!“- განაცხადა ლალი ბუნტურმა.

იაგო ხვიჩიას კითხვაზე, კონკრეტულად რა ბრალდებას წაუყენებდა მას, გენერალური პროკურორი რომ იყოს, ბუნტურმა მას შეურაცხმყოფელი კითხვებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ბატონო იაგო, მე თავის დროზე ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა, როდესაც იურისტი გავხდი, აქედან გამომდინარე, ძალიან გთხოვთ, შეურაცხმყოფელ კითხვებს ნუ დამისვამთ და საქმესთან დაკავშირებით ვისაუბროთ.

ბოდიშს ვიხდი ემოციებისთვის, თან ცოტა მთიული ვარ, თან ცოტა პატრიოტი ვარ ჩემი ქვეყნის, ალბათ, ცოტა დრო დამრჩა ამ ქვეყანაზე ყოფნის და ცოტა ემოციები მაქვს, რომ მინდა ჩემი ქვეყანა კარგი ვნახო", - განაცხადა ლალი ბუნტურმა.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა მეორე დღეა მიმდინარეობს. აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში