საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა მიერ დაარსებული სტიპენდიის მოსაპოვებლად რიგით მეორე კონკურსი ცხადდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა მიერ დაარსებული სტიპენდიის მოსაპოვებლად რიგით მეორე კონკურსი ცხადდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

„მოხარულნი ვართ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტთა სახელით, გამოვაცხადოთ რიგით მეორე კონკურსი საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, აღნიშნული ინიციატივით, გამოვხატავთ ჩვენს ერთგულებას განათლების კონსტიტუციური უფლების და მასზე ყველას ხელმისაწვდომობის მნიშვნელობისადმი.

ხშირ შემთხვევაში, სტუდენტთა სოციალურ-ეკონომიკური ფონი, სათანადო საცხოვრებელი პირობების არარსებობა ან/და ყოველდღიური ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით სასწავლო და სამუშაო პროცესის შეთავსების აუცილებლობა, ქმნის სერიოზულ ბარიერებს სტუდენტთა მიერ უმაღლესი განათლების სრულყოფილად მიღების თვალსაზრისით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სტიპენდიის დაარსებით, გვსურს, სოციალური სირთულეების წინაშე მდგარ სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან სამართალს და აქვთ შესაბამისი საჭიროება, შევუმსუბუქოთ განათლების მიღების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები.

ამასთანავე, სტიპენდია მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის იმ სტუდენტის ხელშეწყობასა და წახალისებას, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ავლენს სწავლის მიმართ ენთუზიაზმს და პროფესიული წინსვლის პოტენციალს.

სტიპენდია შეიქმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იურისტთა ინიციატივით და არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ პოზიციას.

სასტიპენდიო განაცხადის შეტანა შეუძლია სტუდენტს, რომელიც არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე; გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA 3.0 ან მეტი); ასაბუთებს ფინანსურ საჭიროებას ან/და მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევებს; იზიარებს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურზე სწავლისა და აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფინანსური/სოციალური საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); შევსებული განაცხადის ფორმა; განაცხადის ფორმის შევსება და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა შესაძლებელია წინამდებარე ბმულზე.

სასტიპენდიო კონკურსი შედგება განცხადებების ფორმალური გადარჩევის, შინაარსობრივი შეფასებისა და, საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების ეტაპებისგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იურისტთა ჯგუფი ყურადღებით განიხილავს ყველა განაცხადს და იურიდიული პროფესიის შესწავლის პროცესში მიღწეული წარმატების, საჭიროებისა და პოტენციალის საფუძველზე, შეარჩევს შესაბამის კანდიდატს. განაცხადების ფორმალური გადარჩევისა და შინაარსობრივი შეფასების შემდგომ, შესაძლოა, დამატებით გაიმართოს გასაუბრება, რის შესახებაც კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის ნომრის საშუალებით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია 2024 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით. შერჩეული სტუდენტი კი გამოვლინდება 2024 წლის 15 სექტემბრამდე.

სტიპენდია გაიცემა 2024 წლის სექტემბრის თვიდან, ყოველი თვის 26 რიცხვში, ერთი სემესტრის (5 თვე) განმავლობაში, თვეში 500 ლარის ოდენობით.

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე პირთა ვინაობა კონფიდენციალურია. განაცხადის გამოგზავნით დაინტერესებული პირების პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ განცხადების განმხილველთათვის. კანდიდატების პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხოლოდ იმ მიზნით, მოცულობითა და ვადით, რაც აუცილებელი და თანაზომიერია სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული პირის გამოსავლენად. შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ - ScholarshipCCG@gmail.com”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა