რიში სუნაკი მოსახლეობას - თქვენ გააგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, მოვისმინე თქვენი გაბრაზება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე - მე დავტოვებ პოსტს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების შემდეგ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს დატოვებს, მაგრამ არა დაუყოვნებლივ.

„ამ შედეგის შემდეგ, მე დავტოვებ პარტიის ლიდერის თანამდებობას, არა დაუყოვნებლივ, არამედ მას შემდეგ, რაც მოხდება ფორმალური შეთანხმებები ჩემი მემკვიდრის არჩევის შესახებ“, - აღნიშნა სუნაკმა „დაუნინგ სთრითის“ გარეთ, სადაც მან გამოსამშვიდობებელი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ არჩევნებით გაგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს.

„ყველაფერი მივეცი ამ საქმეს, მაგრამ თქვენ გააგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს და თქვენი გადაწყვეტილება ერთადერთია, რაც მნიშვნელოვანია. მე მოვისმინე თქვენი გაბრაზება, თქვენი იმედგაცრუება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე“, - აღნიშნა სუნაკმა.

მისი თქმით, ამაყობს იმ მიღწევებით, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე 20 თვის განმავლობაში აქვს.

„როდესაც პირველად ვიდექი აქ, როგორც თქვენი პრემიერ-მინისტრი, გითხარით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც მქონდა, უნდა დამებრუნებინა ეკონომიკაში სტაბილურობა. ინფლაცია მიღწეულია სამიზნე დონემდე, იპოთეკური განაკვეთები ეცემა და ეკონომიკური ზრდა დაბრუნდა. გავაძლიერეთ ჩვენი პოზიცია მსოფლიოში, აღვადგინეთ ურთიერთობები მოკავშირეებთან, ვხელმძღვანელობთ გლობალურ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად და გავხდით ახალი თაობის ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების სახლი. ჩვენი გაერთიანებული სამეფოც უფრო ძლიერია. ვამაყობ ამ მიღწევებით. მჯერა, რომ ეს ქვეყანა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და დაცულია, ვიდრე 20 თვის წინ იყო და ის უფრო აყვავებული, სამართლიანი და მდგრადია, ვიდრე 2010 წელს იყო“, - აღნიშნა სუნაკმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია