აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ

თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ქალაქ სტამბოლში, აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გახსნა.

„შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება აფხაზეთის მთავრობისა და სტამბოლის აკადემიური წრეების ერთობლივი თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მონაწილეებს რუსული ოკუპაციისა და ანექსიის მცდელობის პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

თავის მხრივ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ყურადღება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებასა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე გაამახვილა.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაჰიის დულმუფინარის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტამბოლის გელიშიმის კერძო უნივერსიტეტის, ახლო აღმოსავლეთის ევრაზიისა და აზია-წყნარი ოკეანის კვლევების ცენტრის (ODAP), სტამბოლის ნიშანთაშის კერძო უნივერსიტეტისა და საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთი მინისტრის აპარატისა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს