საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალური მდივანი, ესთერ ლინჩი ესტუმრა.

ევროპის პროფკავშირების პირველი პირი საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლობას და დასაქმებულებს შეხვდა.

შეხვედრების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან, ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელიც საერთაშორისო პროფკავშირულ ოჯახში, რვა წლის განმავლობაში პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ჟურნალისტებთან გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა, არა მხოლოდ პროფკავშირის წევრებს, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მივულოცო ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ბრიუსელში, საქართველოს პროფკავშირების გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიიღეს. ფაქტობრივად, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ევროპის პროფკავშირი აერთიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირებს. ამ საერთო ოჯახში საქართველოს პროფკავშირების გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ თითოეული მშრომელის ხმა, თითოეული მშრომელის გამოწვევა ხდება ამ დიდი ევროპული ოჯახის გამოწვევა, რომელსაც ძალიან მჭიდრო და გავლენიანი ურთიერთობები აქვს ევროკავშირის ყველა სტრუქტურასთან. რა გზაც გაიარეს ევროპელმა მშრომელებმა, საქართველოში იმ გამოცდილებების გაზიარება და დანერგვა მოხდება. საქართველოს პროფკავშირები არაერთი საკითხის ადვოკატირებას ეწეოდა, ეს იყო მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა, საპენსიო რეფორმა, სოციალური დიალოგი, შრომის უსაფრთხოება, არაფორმალური დასაქმება და ა.შ. ეს ყველაფერი ასევე ხდება ამ დიდი და ძლიერი ოჯახის გამოწევა და პრიორიტეტი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი განმარტებით, ევროკომისიის 9 დათქმა სწორედ სოციალური დიალოგის გაძლიერებას, მინიმალურ ხელფასს ეხება და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას.

„თუ საქართველოს პროფკავშირმა იმ პირობებში, რა პირობებშიც იყო, მოახერხა, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები შესულიყო, შრომის ინსპექცია აღდგენილიყო და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული მიღწევები აქვს, ბუნებრივია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად, ამ საკითხებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამის დასტური იყო. უახლოეს პერიოდში თქვენ უკვე ნახავთ თემებს, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოსახლეობას გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება ექნება იმ გარემოში, რა პირობებშიც მას მუშაობა უწევდა. ასევე, სასამართლოებთან დაკავშირებით ძალიან კარგი გამოცდილებების გაზიარება გვექნება, როგორიც არის ირლანდიის, სლოვენიის მაგალითები, წლობით რომ არ მოუწიოთ საქართველოს მოსახლეობას სასამართლოებში დგომა შრომით დავებთან დაკავშირებით. ჩემთვის მაინც პრიორიტეტული მინიმალური ხელფასია და ამას მაინც მივაღწევთ!“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია