დიმიტრი ხუნდაძე - „ქართულ ოცნებას“ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო - არსებობს არჩევნებში ერთად წარმოდგენის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო - არსებობს არჩევნებში ჩვენი ერთად წარმოდგენის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა, თუმცა ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „ხალხის ძალა“, როგორც საარჩევნო სუბიექტი, მიიღებს თუ არა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას, ჯერ არ უმსჯელიათ.

„რა თქმა უნდა, უმრავლესობა უმრავლესობად რჩება. როდესაც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ გამოვეყავით, მაშინაც დავადასტურეთ, რომ უმრავლესობაში ვრჩებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ღირებულებითი სხვაობა არ არის და ჩვენი ერთობა არ დარღვეულა.

შესაძლებლობა ჩვენი ერთად წარმოდგენის არსებობს თეორიულიც და პრაქტიკულიც, თუმცა ამ თემზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ასე რომ, შეფასებებს ნაადრევად ნუ გავაკეთებთ.

ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო - ამიტომ წარმოვადგინეთ საკუთარი თავი ცალკე. ის, თუ როგორ იქნება ეს არჩევნებზე, დრო ჯერ კიდევ არსებობს და ამასთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს კონსულტაციები. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ცალ-ცალკე და ერთადაც“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე