„თავისუფლება მიშას” - ამ მოწოდებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის სლოგანი „თავისუფლება მიშას”იყო.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის დროს გატარებული რეფორმები შეახსენეს, ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს.

აქციაზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილიც.

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, უამრავი ინსტიტუციური რეფორმა გატარდა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო შექმნა. ის, რომ დღეს რეალური შანსი გვაქვს გავხდეთ დასავლური ინსტიტუციების სრულუფლებიანი წევრი, სწორედ ამ პროექტების და ამ რეფორმების დამსახურებაა. მიხეილ სააკაშვილის ღვაწლი თანამედროვე სახელმწიფოს შექმნაში ფასდაუდებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ადამიანი გარეთ იყოს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია