გიორგი ამილახვარი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. მან ისაუბრა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, უნივერსიტეტის მიღწევებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდამჭერ ინიციატივებსა და არსებულ სიახლეებზე.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის.

ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.

უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და ქალაქ ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების პროგრამებთან ერთად ხორციელდება 32 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, სტუდენტები თეორიულ განათლებასთან ერთად ადგილზე გადიან საჭირო პრაქტიკას.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტში 3 სამაგისტრო, 8 საბაკალავრო, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, 28 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და 18 მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების კურსი ხორციელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია