ჯორდან ბარდელა - ფრანგ ხალხს „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება წაართვეს - ემანუელ მაკრონმა ქვეყანას გაურკვევლობისა და არასტაბილურობისკენ უბიძგა

არაბუნებრივმა და უნამუსო ალიანსმა ფრანგ ხალხს „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება წაართვა, ეს ალიანსები საფრანგეთს ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის ხელში აგდებენ, - ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა.

მისი მტკიცებით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანას გაურკვევლობისა და არასტაბილურობისკენ უბიძგა.

ჯორდან ბარდელას თქმით, ესმის ფრანგების იმედგაცრუება, მაგრამ „თვეებია, იმედის ქარი ძლიერდება და არასოდეს შეწყვეტს ქროლვას“.

„ყველაფერი ამაღამ იწყება", - აღნიშნა ჯორდან ბარდელამ.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს