ახალი სასწავლო პროგრამები, რომელზეც Webster University Georgia-ში სწავლა უკვე შესაძლებელია

Webster University Georgia ახალ სასწავლო წელს სიახლეებით იწყებს. როგორც მიმდინარე სასწავლო წლის დასასრულს დაანონსდა, 2024-2025 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში ორი ახალი საბაკალავრო პროგრამა განხორციელდება. Webster University Georgia-ს სხვა პროგრამების მსგავსად, ახალი პროგრამებიც უნივერსიტეტის სხვა კამპუსების ანალოგიურია, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის გადასახადი 7 900 აშშ დოლარს შეადგენს. ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა კი ნიდერლანდებში - 16 080$, ავსტრიაში - 22 254$, აშშ-შ - 29 680$, შვეიცარია-ში - 36 020$ ღირს.

ახალ პროგრამებს შორის ერთ-ერთია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულება, კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა. მასზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პროგრამის კოდია 202 01 03.

Webster University Georgia-ს მიერ შეთავაზებული კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა შექმნილია კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის ძირითადი სფეროების გარშემო. პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს სტუდენტთა მოსამზადებლად IT სფეროში შესასვლელად, რათა სტუდენტებმა შემდგომ სწავლა გააგრძელონ იმავე მიმართულების სამაგისტრო საფეხურზე. საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად კამპუსი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.

Webster University Georgia-ს კიდევ ერთი ახალი საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგიის მეცნიერებაა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მისი კოდია 202 01 04.

როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები განმარტავენ, ბოლო პერიოდში აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით იზრდება და სწორედ ამიტომ გადაწყდა საქართველოს კამპუსში მისი შეთავაზება. პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა შეიმეცნონ ადამიანის ქცევისა და ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის ძირითადი ასპექტები. სასწავლო პროგრამა მოიცავს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: კოგნიტურ, განმავითარებელ, სოციალურ და კლინიკურ ფსიქოლოგიას. სტუდენტები სწავლობენ ფსიქოლოგიური თეორიებისა და კვლევის მეთოდების გამოყენებას რეალურ სამყაროში.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის 80%-ზე მეტი უცხოელები არიან. ქართულ ფილიალში ასწავლიან ისინი, ვინც ვებსტერის ამერიკულ და ევროპულ კამპუსებში არიან დასაქმებული. პროგრამა სრულად ამერიკული მხარის მიერაა შედგენილი და პროგრამის უდიდესი ნაწილიც მათ მიერ ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ Webster University Georgia სტუდენტებს არა მხოლოდ უმაღლეს ამერიკულ განათლებასა და ამერიკულ დიპლომს სთავაზობს, არამედ სწავლის დროებით ან სრულად გაგრძელებას ნებისმიერში ვებსტერის 50-მდე კამპუსიდან.

Webster-ი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად კი ვებსტერის უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.

შეგახსენებთ, რომ Webster University Georgia აბიტურიენტებს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 1 400$ ოდენობის გრანტს სთავაზობს.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა