კომპანიის წილის შეძენა, შერწყმა, ერთობლივი საწარმოს დაფუძნება ან კონტროლის ნებისმიერი სხვა ფორმით მოპოვება GCCA-სთან წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, შემუშავებულია ქვეყანაში განხორციელებული კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს განხორციელებული კონცენტრაციების კონტროლი. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენის და მათზე კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების მიზნით, GCCA ყოველკვარტალურ მონიტორინგს ახორციელებს. ხდება მიღებული და დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია.

GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2014-2023 წლებში, სხვადასხვა სექტორში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ, გაცემულია 37 თანხმობა.

კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს