რუსებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა - კიევში აფეთქებების ხმები ისმის

რუსულმა ძალებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა.

"KAB ტაქტიკური ავიაციის გაშვება ხარკოვის ოლქში! ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე სამხრეთიდან! რაკეტა მიკოლაივის ოლქის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით!“- აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, რაკეტები დაფიქსირდა სხვა ოლქების მიმართულებითაც.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქსა და დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ამასთან, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცადა, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს