ნინო წილოსანი - „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტების გაერთიანების მცდელობას ვადევნებთ თვალს - რადიკალების გაერთიანება პოლიტიკურ მოცემულობას არ შეცვლის

„ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტების გაერთიანების მცდელობას ვადევნებთ თვალს - რადიკალების გაერთიანება პოლიტიკურ მოცემულობას არ შეცვლის, - ამის შესახებ დღეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის შეფასებით, „ყველა რეიტინგით, მაჩვენებლით, ზოგადი განწყობებითა და მთელი მოსახლეობის რწმენით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში იმარჯვებს და იმარჯვებს დამაჯერებლად.

„ოპოზიციური გაერთიანებები მათი ურეიტინგო პარტიების ცოტა უფრო გაძლიერების მიზანს და უფრო მეტი შანსის მიღებას ემსახურება, რათა არჩევნებში ბარიერი მაინც გადალახონ. ეს გაერთიანება ემსახურება იმას, რომ ოდნავ მაინც კონკურენცია გაუწიონ “ქართულ ოცნებას“ - ყველა რეიტინგით, ყველა მაჩვენებლით, ზოგადი განწყობებითა და მთელი მოსახლეობის რწმენით, “ქართული ოცნება“ არჩევნებში იმარჯვებს და იმარჯვებს დამაჯერებლად.

ის, რომ ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე ვერ დალაგდნენ, გვამცნობს იმას, რომ პარტიებში არის დიდი დაქსაქსულობა და რეგრესისკენ მიექანებიან. კითხვის ქვეშ დგას, გაერთიანება რამდენად მისცემს მათ შანსს. ბარიერის გადალახვა ერთეულმა პარტიებმა შეიძლება მოახერხონ, მაგრამ ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა “ქართულ ოცნებას“ აძლევს მანდატს, რომ ქვეყნის სახელით იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილებები, ოპოზიციას შანსს ართმევს.

მათ არ ექნებათ უფლებამოსილება, საქართველოს სახელით საკუთარი მავნებლური გადაწყვეტილებები მიიღონ, რადგან არჩევნებში “ქართული ოცნება“ იმარჯვებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს