უკრაინაში რუსების სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.

კიევის საქალაქო ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 25 დაშავდა.

კრივი-რიჰის მერის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, ქალაქში 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში კი, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტიეს.

„რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე. სხვადასხვა ქალაქები – კიევი, დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმებს წერტილი მთელმა მსოფლიომ ერთიანი ძალისხმევით უნდა დაუსვას.

„მთელმა მსოფლიომ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი მონდომება, რათა საბოლოოდ დაასრულოს რუსულ დარტყმები. პუტინს მოაქვს მკვლელობა. ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია მოვიტანოთ ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება“, - აცხადებს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე