ყველაფერი, რაც ინფორმაციული სისტემების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე უნდა იცოდეთ

ინფორმაციული სისტემების მართვის პროგრამა DevOps, რომელსაც მაგისტრანტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სთავაზობს, რეგიონის მასშტაბით უნიკალურია. პროგრამა მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსური განვითარება და შესაბამისი IT ოპერაციების მართვა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული სისტემების მართვა დღეს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროდ მიიჩნევა, რომელიც მუდმივად ვითარდება და შესაბამისად, კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა იზრდება. სწორედ ამიტომ დღეს BTU-ს აღნიშნული პროგრამის შესახებ ინტერესი საკმაოდ გაზრდილია. გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც მის შესახებ უნდა იცოდეთ.

  • BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვის სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებულია არა მხოლოდ საქართველოში შესაბამისი ორგგანოების მიერ, არამედ Amazon Academy-ს მიერაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და მისი კურსდამთავრებულის ცოდნა თავსებადია DevOps სფეროში არსებულ მოთხოვნებთან.
  • მაგისტრანტებს შეუძლიათ გაცვლითი პროგრამის მეშვეობით სრული დაფინანსებით ისწავლონ ევროპის შემდეგ უნივერსიტეტში: რომის საპიენცას უნივერსიტეტი, იტალია; კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია; მინეს ალბი, საფრანგეთი; ტიროლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია; ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია; აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია.
  • პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. მის მონაწილეებს თავიანთ ცოდნას გადასცემენ დარგის წარმატებული პროფესიონალები, DevOps ინჟინრები და მეცნიერები.
  • პროგრამა მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ წამყვან სპეციალისტებთან, გაეცნონ წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიების მუშაობის სპეციფიკას და ითანამშრომლონ მათთან, დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფონდებისა და აქსელერაციის კონკურსებში, გაიარონ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები.
  • DevOps სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლება LINUX გაღრმავების კურსი, ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS), ოპერაციათა მენეჯმენტი თანამედროვე პლატფორმების გამოყენებით, არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb), ტექნოლოგიური პროექტების კოლაბორაციული მართვა - Agile, ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით, კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS), მართვის ავტომატიზებული სისტემები - Kubernetes და ა.შ.
  • პროგრამის ღირებულება 2950 ლარია, თუმცა მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს, სწავლის ნაწილის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მოიპოვოს. აღსანიშნავია, რომ მაგისტრანტებისთვის ხელშეკრულების გაფორმებისა და სწავლის საფასურის გადახდის ვადა არის არაუგვიანეს 14 სექტემბრისა.
  • დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა