კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი

რუსეთის თავდასხმის შედეგად საავადმყოფო დაზიანდა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი, დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპაში.

„ახლა ყველა გვეხმარება ნანგრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი. არ შეიძლება, რუსეთმა არ იცოდეს, საით მიფრინავს მისი რაკეტები და პასუხი უნდა აგოს ხალხის, ბავშვების და ზოგადად კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს ამაზე და ყველამ დაინახოს, რა არის რუსეთი და რას აკეთებს“, - აცხადებს ზელენსკი.

მოგვიანებით, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მიხაილ შამანოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 2 და დაშავებულია 15 ადამიანი.

ამასთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბავშვთა ეროვნული სპეციალიზებული საავადმყოფოს დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის „ოხმატდიტის“ საავადმყოფო უკრაინაში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოა, სადაც 620 საწოლია განთავსებული და ყოველწლიურად 18 ათასამდე ბავშვი მკურნალობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე