„არქიში“ ერთ დღეში 114 ბინა გაიყიდა

6 ივლისს არქი ფილარმონიის ოფისში „დიდი ფასდაკლების დღე“ გაიმართა. „არქის“ ოფისში დილიდანვე ბინის საუკეთესო ფასად შეძენის უპრეცედენტო რაოდენობის მსურველი შეიკრიბა და არქის დიდ ოჯახს ერთ დღეში კიდევ 114 ახალი ოჯახი შეუერთდა.

„დიდი ფასდაკლების დღე“ „არქის“ ტრადიციაა, რომელსაც კომპანია ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებისას მართავს. ამ დღეს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა არქის ახალ პროექტში ბინა ისეთ ფასად შეიძინოს, რომელიც სხვა დროს აღარ განმეორდება.

„6 ივლისს ნამდვილად გამორჩეული დღე იყო, რადგან უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი გვესტუმრა. ერთ დღეში ასეთი დიდი რაოდენობის ბინის გაყიდვა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს კომპანიას ენდობიან, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ყველა არქელს მადლობას ვუხდით არქის არჩევისა და ნდობისთვის. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქის დიდი ოჯახის წევრებზე, არქელებზე ზრუნაა და არქის გუნდი ყოველთვის მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეულმა არქელმა ბედნიერად იცხოვროს და თავი კომფორტულად იგრძნოს“. - არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

დიდი ფასდაკლების დღე ახალი საცხოვრებელი სახლის არქი კიკვიძის ბაღთან კომპლექსის C ბლოკის ბინებზე ვრცელდებოდა, რომელიც ნაძალადევის რაიონში, იდეალურ ადგილას, კიკვიძის ქუჩაზე, მეტროსადგურ გოცირიძიდან 150 მეტრში და დიდუბიდან მხოლოდ 5 წუთის სავალზე მდებარეობს. ასევე, თბილისში გამორჩეული კიკვიძის ბაღიდან 2 წუთის სავალზე. კომპლექსი არქი კიკვიძის ბაღთან გამოირჩევა 15 000 კვ.მ. გამწვანებული ეზოთი, სადაც დასასვენებელი სივრცეები, სპორტული, საბავშვო მოედნები განთავსდება. კომპლექსი ჯანსაღ და მყუდრო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა და მაქსიმალურად უზრუნველყოფს მაცხოვრებლების კომფორტს.

6 ივლისი არქის ფილარმონიის ოფისში დღესასწაული იყო, რადგან 114 ოჯახი საოცნებო სახლის მესაკუთრე გახდა, 450 არქელი შეუერთდა არქის დიდ ოჯახს. ღონისძიება არქელების მეგობარ დუტა სხირტლაძეს მიჰყავდა, თითოეულ ახალ არქელს შენაძენი საზეიმო ვითარებაში მიულოცეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ არქელებს წინ კიდევ უამრავი ახალი გამორჩეული პროექტი, შეთავაზება და ღონისძიება ელოდებათ.

არქი 18-წლიანი გამოცდილების მქონე ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 36 000-ზე მეტ არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. არქის 49 დასრულებული და 23 მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის ყველა უბანში, ბათუმსა და ბაკურიანში.

(R)

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის