არმაზ ახვლედიანი - ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია - ოქტომბრის შემდეგ ვიწყებთ ახლის შენებას

დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩემი სამშობლო, ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს ერთიანობა საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ უკუღმართ მმართველობას, რომელიც ათწლეულებია, ქვეყანაში არსებობს.

„დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩემი სამშობლო, ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია. ერთობა, ერთიანობა - ამ იდეას ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის სახით. მეც ამ იდეას ვემხრობი და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გზა, რომ ხერხემალში გადავტეხოთ პოლიციური რეჟიმი - ეს ის გზაა, რომ ყველამ ერთად, ვინც აქ ვართ და აქ არ ვართ, ყველამ მთელს საქართველოში შევძლოთ, კეთილგონიერებით, სიმართლით, სიმტკიცით, ერთიანი ფრონტით საყრდენი გამოვაცალოთ ამ რეჟიმს და აღვადგინოთ საყრდენი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა, ჩამონგრეული რომ არის დღეს. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მრავალპარტიული დემოკრატია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კულტურისა და განათლების პრიმატი და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობა. მე გავიხსენებ ყველა დროის ყველაზე დიდი მეფის დავით მეფსალმუნის სიტყვებს: „ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“ - როცა კაცს და კაცთა ერთობას ამის გააზრება შეუძლია, მაშინ გაურღვეველი წრე არ არსებობს. მე მჯერა, რომ ეს ერთობა დიდი ქართული სახალხო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა, რომელიც აქ და ახლა იბადება, შეძლებს, საბოლოოდ დაუსვას წერტილი ათწლეულების უკუღმართობას, ყველა წინა გაუგებრობა, შეცდომა სწორად გააზრებული იყოს, რომ ვიაროთ სწორი გზით, პატრიოტული სულისკვეთებით და რომ საქართველო იყოს ფეხზე დამდგარი, ევროპული, გამართული სახელმწიფო. მე მჯერა, ჩვენი თავდადებით ეს დღე მალე დადგება. ოქტომბრის შემდეგ ვიწყებთ ახლის შენებას და ეს ახალი გავითვალისწინოთ, რომ იქნება სწორი და სამართლიანი, ეს იქნება ყველას მთავრობა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს