დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ თუ ხელოვნური მექანიზმებით ვერ ამოქოლა მსხვილი გაერთიანებები, მაშინ აგებს, მაგრამ ოპოზიციამაც იცის, რომ გამარჯვების გასაღები გამსხვილებაშია, ამიტომაც პროცესი კარგად წავიდა

ოპოზიციამ იცის, რომ გამარჯვების გასაღები გამსხვილებაშია, ამიტომაც გამსხვილების პროცესი კარგად წავიდა , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობის" დაფუძნებაზე საუბრისას განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ იცის, რომ ხელოვნური მექანიზმებით თუ ხელი ვერ შეუშალა მსხვილი გაერთიანებების ჩამოყალიბებას, მაშინ ის აგებს.

“„ნაცმოძრაობამ“ დღეს ვინც წარადგინა, ძალიან კვალიფიციური ადამიანები არიან. ბიზნესიდან წამოსულ დეპუტატებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით არიან გასულები და არცერთი მათგანი ერთხელაც არ გამოსულა პარლამენტში, თუ ჩაანაცვლებენ ადამიანები, ვინც სცენაზე დღეს ავიდნენ, ძალიან კარგი იქნება. იმის მიუხედავად გული მეთანაღრება თუ არა რომელიმე მათგანზე, ყველა კვალიფიციურია. ამიტომ ამ ვითარებაში კვალიფიციური ადამიანებით ჩანაცვლება კადრების არის სწორი.

ხელისუფლებამ იცის, რომ ხელოვნური მექანიზმებით თუ ვერ ამოქოლა მსხვილი გაერთიანებები, მაშინ ის აგებს, მაგრამ ოპოზიციამაც იცის, რომ გამარჯვების გასაღები გამსხვილებაშია, ამიტომაც გამსხვილების პროცესი კარგად წავიდა. რომელიმე ნომრით ფორმალურად გაერთიანებული ერთი სუბიექტი, რეალურად კი მრავალპარტიული კოალიცია გავა პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პლუს ეს ადამიანები, რომელთა რაოდენობაც როგორც ჩანს, კიდევ გაიზრდება და ეს კარგია. ფულის ტომრები - არა, კვალიფიციური ადამიანები - კი. გია ჯაფარიძე ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, არცერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არის რამდენიმე ათეულ ათასი ხმის ამღები, არ უნდა აღმოჩნდეს ბარიერგადაულახავ ოპოზიციაში.

„ყველას მოუწევს ყველასთან თანამშრომლობა. მე ვგულშემატკივრობ, რომ არცერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არის რამდენიმე ათეულ ათასი ხმის ამღები, არ აღმოჩნდეს ბარიერგადაულახავ ოპოზიციაში. ეს რომ მოხერხდეს ამაზე პასუხისმგებლობა ორმხრივია. როგორც პოლიტიკური ცენტრების დამფუძნებელი პოლიტიკური ლიდერების, ასევე, პატარა პოლიტიკური ჯგუფების, რომელთაც ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი