კიევში დღეს გლოვის დღეა

კიევის მაცხოვრებლები 9 ივლისს პატივს მიაგებენ დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში იუწყება.

„კიევის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა“, - აღნიშნულია საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტო იერიში განახორციელეს, რასაც, ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მხოლოდ კიევში დაღუპულია 27 და დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს