ევროკავშირის ელჩი - იმ მომენტში, როცა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ჩვენ, სამწუხაროდ, ყველაზე დაბალ წერტილში ვიმყოფებით

იმ მომენტში, როცა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ჩვენ, სამწუხაროდ, ყველაზე დაბალ წერტილში ვიმყოფებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა.

„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობებს ვუწევდით, პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე გადაეტანათ. მოგეხსენებათ, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობების მიმართ ყოველთვის ათჯერ მეტი იყო, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა. ჩვენ ახლა მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე გადაგვაქვს. ამ გადაწყვეტილების პირველი მსხვერპლი, თუ შეიძლება ასე ვთქვა, საქართველოს თავდაცვის ძალები იქნება და ეს პირადად ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან ჩემი წინა თანამდებობის რანგში, როგორც ევროკავშირის უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე პასუხისმგებელი პირი, მე ნამდვილად მრავალი წელი ვიბრძოდი, რომ საქართველო „ევროპის სამშვიდობო ფონდის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარი ყოფილიყო. ჩემს კოლეგებთან ერთად ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერა ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი ყოფილიყო და ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 12 მილიონით დავიწყეთ, 20 მილიონზე გადავედით, 30 მილიონამდე მივედით და წელს მხარდაჭერა შეჩერებულია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს პირველი ნაბიჯია და შემდეგი ნაბიჯებიც იქნება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს საკონტრაქტო ვალდებულებები, არ გვინდა ზიანი მივაყენოთ სამოქალაქო საზოგადოებას, არ გვინდა ზიანი მივაყენოთ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი მრავალი პროგრამა საქართველოს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზეა მიმართული. ასე რომ, ბრიუსელში მიმდინარეობს დისკუსია, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, მაგრამ კურსი აშკარად ეს არის და ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან იმ მომენტში, როცა ჩვენი ურთიერთობა, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ჩვენ, სამწუხაროდ, ყველაზე დაბალ წერტილში ვიმყოფებით“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის